კატალონიის „ბარსელონას“ ახლოსაა ორი ნიდერლანდელი ფეხბურთელის, ჟორჟინიო ვეინალდუმისა და მემფის დეპაის გაფორმებასთან. აღნიშნულ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ორივე ფეხბურთელმა უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას, რომ დამდეგ ზაფხულს კატალონურ გრანდში გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე თავისუფალი აგენტი ხდება და 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
აღნიშნული ტრანსფერების ინიციატორი რონალდ კუმანი გახლავთ. ნიდერლანდელი სპეციალისტის მუშაობით კლუბის ახალი პრეზიდენტი კმაყოფილია და სავარაუდოდ, მას ნდობას მომდევნო სეზონშიც გამოუცხადებს.
„ლივერპულისა“ და „ლიონის“ ფეხბურთელების ტრანსფერების დადასტურებლად მხოლოდ ახალი დირექტორთა საბჭოს დამტკიცებაა საჭირო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა.