ფეხბურთი

15:46 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ „შალკეს“ მთავარმეგოლეს ყიდულობს

„ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის თავდასხმის გაძლიერებას აპირებს და „შალკეს“ 20 წლის ამერიკელისთვის, მეთიუ ჰოპისთვის დაუდგამს თვალი - გვამცნობს ESPN Deportes.

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ აკადემიის აღზრდილის ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს.

ჰოპი ბელგიელ ბენიტო რამანთან ერთად მიმდინარე სეზონში გელზენკირხენული კლუბის საუკეთესო მეგოლეა. მათ 5-5 ბურთი გაუტანიათ. ჰოპს ყველა ბუნდესლიგაში. ამისათვის მას 16 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ჰოპი „შალკეში“ 2019 წლიდან თამაშობს.

0.115152