სხვა

13:48 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოციგურავეები ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას წარმატებით აგრძელებენ (+VIDEO)

ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, სტოკჰოლმის „გლობალ არენას" ყინულის მოედანზე, საასპარეზოდ ქალთა კატეგორიაში 32 ქვეყნის 39 სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგან მოკლე პროგრამის შედეგების მიხედვით, თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ 24 საუკეთესო მოციგურავე დაიშვებოდა.

ძალზე კონკურენტულ გარემოში მოუწია გამოსვლა ქართველ მოციგურავე ალინა ურუშაძეს, რომელმაც პრაქტიკულად მინიმალური შეცდომით შეასრულა თავისი ორიგინალური მოკლე პროგრამა და იმის გათვალისწინებით, რომ ფინალურ ნაწილს 14 ქვეყნის 15 მოციგურავე გამოეთიშა, ალინა 59.89 ქულით აგრძელებს მონაწილეობას თავისუფალ პროგრამაში და რეალური შანსი აქვს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების ლიცენზიის მისაღებად. თავისუფალი პროგრამა ქალთა სეგმენტში 26 მარტს გაიმართება.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის მოკლე პროგრამით გამოსვლა, რადგან ეს სტარტი იყო მათ კარიერაში და თანაც ისეთ საერთაშორისო შეჯიბრზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია.

დებიუტანტმა წყვილმა ტექნიკურად თითქმის უშეცდომოდ შეასრულა მოკლე პროგრამა და იმ 20 წყვილს შორის, რომლებიც თავისუფალ პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად დაშვებული იქნა, 56.13 ქულით აგრძელებს ასპარეზობას და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისათვის ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა დღეს, 25 მარტს, თბილისის დროით 21:10 საათზე გაიმართება.

0.115202