ანდრეა პირლო და კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ არ დატოვებენ. ამის შესახებ ტურინელთა ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან განაცხადა. როგორც ჩეხმა აღნიშნა, ორივე ხელშეუხებელია და იცოდნენ, რომ გამოუცდელი მწვრთნელი სირთულეები ექნებოდათ.
„პირლო არის და იქნება „იუვენტუსის“ მწვრთნელი, 100%-ით. ჩვენ ანდრეას პროექტი გვაკავშირებს, ვიცოდით რა სირთულეები იქნებიდა, გვინდოდა უფრო მეტი გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელით, სირთულეები კი გათვალისწინებული იყო. ახალი მწვრთნელი გვყავს, ძალიან გაახალგაზრდავებული შემადგენლობით. მშვიდად ვართ, ვართ გზაზე, რომელიც გვსურდა და ამ გზას მივყვებით. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ შესანიშნავი მწვრთნელი გახდეს, 6 თვეში წარმატების მიღწევა დადაპირებების გაცემა რთულია.
რონალდუ? მას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და ხელშეუხებელია. ის დარჩება და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, სერია A-ში ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება, იტალიის თასის ფინალში 19 მაისს „ატალანტას“ შეხვდება, ხოლო იტალიის სუპერთასი უკვე მოიგო.