ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ფეხბურთიდან 6 წლითა და 8 თვით მოკვეთით დაისაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა როგორც შვეიცარიელს, ისე ყოფილ გენერალურ მდივან ჟერომ ვალცკეს. ორივეს ბრალი მილიონობით დოლარის ღირებულების საკონტრაქტო პრემიების მინიჭებაში ედავებიან.
აღსანიშნავია, რომ ბლატერი ახლაც დისკვალიფიცირებულია, ვადა 7 თვეში იწურება და ახალი დისკვალფიკაცია ძალაში, მხოლოდ პირველის ამოწურვის შემდეგ შევა.
შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერი ფიფას 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.