მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი ფორვარდი მუსა დემბელე ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. გუნდი ხურდებოდა, როდესაც მოულოდნელად დემბელემ გონება დაკარგა და ძირს დაეცა.
საქმეში უმალვე ფეხბურთელები ჩაერთვნენ და პირველადი დახმარება გაუწიეს, რამაც მუსას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითი ეფექტი მოახდინა. ექიმებმა კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დემბელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია. ფეხბურთელის წნევა დაეცა და გულის წასვლაც ამან განაპირობა. ფრანგი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ რჩება და მას გამოკვლევები კიდევ ჩაუტარდება.
მუსა დემბელე „ატლეტიკომ“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ლიონიდან“ დაიმატა და 4 მატჩში გოლი არ გაუტანია.