ფეხბურთი

15:21 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი - ვან დე ბეკზე: „რისთვის იყიდეს?“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გუნდის ჰოლანდიელი შუახაზელის, დონი ვან დე ბეკის შესახებ, რომელსაც ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

„ვუთანაგრძნობ. არ მაინტერესებს ვინ ხარ, მაგრამ თუ მინდორზე მხოლოდ ორი-სამი წუთით გადიხარ, კარგ თამაშს ვერ აჩვენებ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მტკიცება თითქოს დონი ცუდად ირჯება, უსამართლოა.

ვფიქრობ, არ გადავიდოდა „მანჩესტერში“ რომ სცოდნოდა რა ბედი ელოდა. მისი ბევრი თამაში მინახავს, როცა „აიაქსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მახსოვს რა ოსტატურად შედიოდა მეტოქის საჯარიმოში და როგორ აკონტროლებდა ბურთს. „აიაქსი“ გონიერ ფეხბურთელებს ზრდის. მას შეუძლია გოლების შექმნა.

ისმის კითხვა: მაშინ რისთვის იყიდეს?“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ ვან დე ბეკი „აიაქსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა 44 მილიონ ევროდ.

0.126484