ფეხბურთი

13:42 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გულიტი: „ნიდერლანდების ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია ვან დეიკმა რამდენიმე მატჩი მაინც ჩაატაროს „ლივერპულში“

ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა, რუუდ გულიტმა, „ლივერპულის“ მცველის, ვირჯილ ვან დეიკის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც ჯერაც იშუშებს მძიმე ტრავმას.

„როგორცკი ტრავმის სერიოზულობა შევაფასეთ, მაშინვე მივხვდით, რომ მიმდინარე სეზონში ვირჯილი „ლივერპულში“ ბევრ მატჩს ვერ ჩაატარებდა. მაგრამ როცა ტრავმას იღებ, რაიმე მიზანი მაინც უნდა გქონდეს. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატამდე მწყობრში ჩადგომა.

ცხადია, ყველას უნდა, რომ ევრომდე მან რამდენიმე მატჩი მაინც ჩაატაროს „ლივერპულში.“ ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოუვა. თუმცა, ერთიცაა, რომც გამოჯანმრთელდეს, სათანადო სათამაშო რითმი მაინც არ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ნიდერლანდების ნაკრებისთვის ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.“ - ციტირებს გულიტის სიტყვებს BeIN Sports.

0.123072