ნაცინალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „ინდიანა პეისერსი“ „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და სოლიდური ანგარიშით 140:113 დამარცხდა. მარცხის მიუხედავად, კარგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ.
ნეიტ ბიორკგრენმა ქართველი კალათბურთელი 19 წუთი ათამაშა, რა დროშიც ახალგაზრდა ცენტრმა 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ერთი 3-ქულიანი და 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმოც გამოიყენა. გამოსარჩევი იყო ბითაძის ჩატენვა ანტენტოკუნპოსთან და ბობი პორტისთან ბრძოლაში.
„მილუოკიდან“ ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჯრუ ჰოლიდეიმ ჩაატარა, 30 წლის ამერიკელმა არასრულ 30 წუთში 28 ქულით, 5 მოხსნითა და 14 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. „ინდიანას“ რიგებში კი დომანტას საბონისი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულას, 9 მოხსნა და 6 პასიც დაამატა.
„პეისერსს“ 19 მოგების საპირისპიროდ 23 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები 25 მარტს, „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.