მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ერიკ ჩუპო-მოტინგი კამერუნის ნაკრებში ვერ გამოიძახეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციას ელექტრონული ფოსტის მისამართი შეეშალა და „ბაიერნს“ მოწვევა არ გაუგზავნეს.
ჩუპო-მოტინგმა იცოდა, რომ ნაკრებში იძახებდნენ, მაგრამ, როდესაც მოწევა არ მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა:
„ფედერაციასთან კონტაქტზე ვიყავი, რათა მცოდნოდა რა მოხდებოდა. „ბაიერნში“ მითხრეს, რომ მათ არაფერი მიუღიათ. მგონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი შეეშალათ, ეს კი, პროფესიონალიზმის ნაკლებობაა“, - თქვა გერმანული გუნდის ფორვარდმა.
ამიტომაც, ერიკ ჩუპო-მოტინგი იმ ნაკრებს მიღმა დარჩა, რომლის ღირსება ბოლოს 2019 წლის ნოემბერში დაიცვა.