ფეხბურთი

2:18 | 22.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო სხვა რეალობაში

იტალიის სერია A-ს XXVIII ტურმა „იუვენტუსის“ 9-წლიანი ჰეგემონია დაამხო. ტურინულ გრანდს სკუდეტოს მოგების შანსი ისევ აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ მისი რეალური საფუძველი უბრალოდ არ არსებობს!

ანდრეა პირლო „იუვეს“ ტიფოზებსაც ატყუებს და კლუბის ხელმძღვანელებიც თავს იტყუებენ. მან „ბენევენტოსთან“ წაგების შემდეგ თქვა, რომ სკუდეტოს მოგების უნდა სჯეროდეთ. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ „ინტერი“ „ბიანკონერისთვის“ მიუწვდომელია. პირლო სიმართლეს იტყოდა, სხვაგვარი კომენტარი რომ გაეკეთებინა და უბრალოდ პირდაპირ ეთქვა - ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა არისო. ასეა, „იუვეს“ დიდი საფრთხელ ემუქრება, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს, რადგან „ატალანტას“ საერთოდ ვერ უსწრებს (55-55 ქულა აქვთ), „ნაპოლი“, რომა“ კუდში აზის და დიდი ბრძოლა მოუწევს ოთხეულში დასარჩენად.

პირლომ მოიტყუა მატჩის წინაც, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეგვიძლიაო და „ინტერზე“ ზეწოლას მოვახდენთო - ეს არალეალურია, ეს სიმართლისგან ძალიან შორს დგას. „იუვეს“ არათუ სეზონის ბოლომდე ყველა მატჩის მოგება არ შეუძლია, არამედ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო სერია ზედიზედ სამი მატჩის მოგებაა და „ბენევენტოს“ ძლევით შეეძლო ეს საშინელი სერია დაერღვია, მაგრამ წააგო. წააგო ისე, რომ კარში ერთხელ დაურტყეს, მაგრამ ისიც გაუტანეს. თან, როგორ? საკუთარ საჯარიმოში არაზუსტი პასის შედეგად (უკვე მერამდენედ...)? ეს შეტევის დაცვიდან დაწყების შედეგია, რომელიც რატომღაც პირლოს მიაჩნია, რომ მისი გუნდისთვის კარგი შედეგის მომტანია, მაგრამ ის ამაში არ იტყუება, უბრალოდ სცდება. „იუვენტუსმა“ სერია A-ში ახალ გადმოსულ გუნდთან 2013 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო სეზონში ვერცერთი თამაში. მაშინ „სამპდორიამ“ მოუგო ორჯერ და ახლა ფილიპო ინძაგის გუნდმა 4 ქულა მოიპოვა ტურინულ გრანდთან ორ შეხვედრაში. ისე ჩანს, რომ ეს სეზონი კიდევ ჟურნალია და კინო წინ არის - ჩანს, რომ ამ გუნდს მომავალი არ აქვს და ხელმძღვანელობას სერიოზული მუშაობა და ფიქრი მართებს, მაგრამ მატჩის შემდგომვე მათ საპირისპირო განცხადება გააკეთეს - ჩვენ ვენდობით პირლოს და ვაგრძელებთ ამ გზასო. გზას, რომელიც ცალსახად არაზუსტია...

„იუვენტუსის“ რა გითხრათ და „მილანი“ ნამდვილად შეეცილება „ინტერს“ სკუდეტოში და რაც მთავარია, „როსონერის“ ჩემპიონთა ლიგაზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. სტეფანო პიოლის გუნდმა ფლორენციაში ისეთი თამაში მოიგო, დიდი გუნდის ხასიათი გამოავლინა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით ლომბარდიელები სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე ერიკ პულგარმა ფანტასტიკური ჯარიმით გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანკ რიბერიმ წინ „იები“ გაიყვანა - 2:1. და, ამის შემდეგ „მილანმა“ ბრაიმ დიასისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლებით დააქამბექა და თავისი ძალა კიდევ ერთხელ გამოაჩინა. „მილანი“ „ინტერს“ 6 ქულით ჩამორჩება და ეს არაა დიდი სხვაობა, მაგრამ ისიც არის, რომ „ნერაძურის“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ტურის დასკვნით მატჩში „რომამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და ეს თამაში დრის მერტენსის ბენეფისი იყო. ბელგიელმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და „ჯალოროსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ძალიან დააშორა, სამაგიეროდ, ჯენარო გატუზოს ბიჭები ოთხეულზე ნამდვილად გაიწევენ, თანაც „იუვენტუსთან“ გამოტოვებულ მატჩსაც თუ მოიგებენ, რაც საკმაოდ რეალური ამბიციაა, სიტუაციას კიდევ უფრო გამოიკეთებენ.

„ვერონა“ – „ატალანტა“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მალინოვსკი (33, პენ), 0:2 ძაპატა (42)

„იუვენტუსი“ – „ბენევენტო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გაიჩი (69)

„სამპდორია“ – „ტორინო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კანდრევა (25)

„უდინეზე“ – „ლაციო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მარუშიჩი (37)

„ფიორენტინა“ – „მილანი“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (9), 1:1 პულგარი (17), 2:1 რიბერი (51), 2:2 დიასი (57), 2:3 ჩალჰანოღლუ (72)

„რომა“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მერტენსი (27), 0:2 მერტენსი (34)

0.256655