სხვა

13:49 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ცნობა აქამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა.

იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქომაგები უცხო ქვეყნებიდან არ მიიღოს და მიზეზი რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო, თუმცა სახელწოდება უცვლელი დარჩა - ტოკიო 2020, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.

თეგებიტოკიო 2020
0.105194