ფეხბურთი

0:28 | 20.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სპეციალურ გალა დაჯილდოებაზე პორტუგალიელს კუთვნილი პრიზი გადაეცა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რადგან მათ ჩემი გამარჯვება გახადეს შესაძლებელი. ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმა მომცა. თანმიმდევრულობა, საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა, მუშაობა და ვნება, ეს არის ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების საიდუმლო. შემდეგ მოდის მოტივაცია და დისციპლინა, რომლის გარეშე შეუძლებელია იფიქრო 34, 35, 36 ან 40 წლამდე თამაშზე“, - თქვა რონალდუმ დაჯილდოებისას.

გასულ სეზონში კრიშტიანუ სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო „იუვენტუსთან“ ერთად სკუდეტო მოიგო.

გარდა ამისა, საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ და დასახელდა 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებიც.

სეზონის საუკეთესო გუნდი - „ატალანტა“

საუკეთესო მსაჯი - დანიელე ორსატო

საუკეთესო მწვრთნელი - ჯან პიერო გასპერინი

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - კრისტიანა ჯირელი (იუვენტუსი)

საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)

სეზონის სიმბოლური ნაკრები (4-3-3) - ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ტეო ერნანდესი (მილანი), სტეფან დე ვრეი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), რობინ გოსენსი (ატალანტა) - ნიკოლო ბარელა (ინტერი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა), ლუის ალბერტო (ლაციო) - პაულო დიბალა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113613