ფეხბურთი

23:20 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "ბუნდესნაკრები" მარტში შეხვედრებს ისლანდიასთან, რუმინეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ლიოვის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა", ესპანეთი), ბერნდ ლენო ("არსენალი", ინგლისი), კევინ ტრაპი ("აინტრახტი");

მცველები: მატიას გინტერი ("გლადბახი"), ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი", ინგლისი), ნიკლას ზიულე ("ბაიერნი"), ჯონათან ტა ("ლევერკუზენი"), ემრე ჯანი ("დორტმუნდი"), რობენ გოსენსი ("ატალანტა", იტალია), მარცელ ჰალსტენბერგი ("ლაიპციგი"), ლუკას კლოსტერმანი ("ლაიპციგი"), ფილიპ მაქსი (პსვ, ნიდერლანდები);

ნახევარმცველები: ლეონ გორეცკა ("ბაიერნი"), ილქაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ტონი კროოსი ("რეალი", ესპანეთი), ფლორიან ნოუჰაუსი ("გლადბახი"), კაი ჰავერცი ("ჩელსი", ინგლისი), იონას ჰოფმანი ("გლადბახი"), ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი"), ფლორიან ვირცი ("ლევერკუზენი");

თავდამსხმელები: ლორეი სანე ("ბაიერნი"), სერჟ გნაბრი ("ბაიერნი"), ამინ იუნესი ("აინტრახტი"), ტიმო ვერნერი ("ჩელსი", ინგლისი);

0.118456