ფეხბურთი

20:11 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში 26 ფეხბურთელი გამოიძახა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო და მათ შორისაა „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე, რომელიც „მამლების“ რიგებში 2018 წლის შემდეგ გამოიძახეს.

სიაში კვლავ არ არის „მილანის“ მარცხენა მცველი და ერთ-ერთი ლიდერი ტეო ერნანდესი, რომელსაც დიდიე დეშამი ისევ არ სწყალობს:

მეკარეები: ალფონს არეოლა (ფულჰემი, ინგლისი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მაინანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ფერლან მენდი (რეალი, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ტანგი ნდომბელე (ტოტენჰემი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), უსმან დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), ტომას ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ენტონი მარსიალი (მანჩესტერი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები უკრაინას (24 მარტი), ყაზახეთს (27 მარტი) და ბოსნიას (30 მარტი) დაუპირისპირდება.

0.151364