პორტუგალიის ნაკრების, „ბარსელონასა“ და „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ლუიშ ფიგუმ, დღევანდელ ფეხბურთში 6 საუკეთესო მოთამაშის ვინაობა დაასახელა.
პირველობა, ცხადია, „იუვენტუსის“ შემტევ, თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუს მიანიჭა.
შემდეგ მოდიან: ლიონელ მესი („ბარსელონა“), ლუკა მოდრიჩი (მადრიდის „რეალი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), კილიან მბაპე და ნეიმარი (ორივე - „პარი სენ-ჟერმენი“).