ფეხბურთი

21:50 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ანტონიო იამაიკის ნაკრებში ითამაშებს

"ვესტ ჰემის" 30 წლის თავდამსხმელმა მაიკლ ანტონიომ იამაიკის ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ანტონიოს იამაიკის ფეხბურთის ფედერაცია ერთი თვის წინ დაუკავშირდა და მაიკლმა ინგლისის ნაკრებში თამაშს იამაკის ეროვნული გუნდის მაისურით ასპარეზობა ამჯობინა.

ანტონიო კარიბის კუნძულზე დაიბადა, სადაც მისი მშბლები ცხოვრობდნენ. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სემ ალარდაისმა და გარეტ საუთგეიტმა ფეხბურთელი რამდენჯერმე გამოიძახეს, თუმცა დებიუტი არ ჰქონია. "სამი ლომის" ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელებად კი საუთგეიტი ჰარი კეინს და დომინიკ კალვერტ-ლიუინს მოიაზრებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს ანტონიოს შანსებს ინგლისის ნაკრებში.

ანტონიოს იამაიკის ნაკრებში დებიუტი 25 მარტს, აშშ-თან მატჩში ექნება. მიმდინარე სეზონში მაიკლმა "ვესტ ჰემის" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

0.122963