რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის მიზანია მსგავს დონეზე რეგულარულად ითამაშონ.
„ჩვენზე უკეთ არავინ იცის თუ რა ძალისხმევა იყო საჭირო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე მისასვლელად. 20 წლის განმავლობაში ამ ეტაპზე პირველად ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანია ეს რეგულარულად მოხდეს. ჩვენ გვაქვს ამბიციები და ახალ მიზნებს ვისახავთ.
ეს თამაში იმ შრომის შედეგია, რაც წლების განმავლობაში გაწვიეთ და სწორედ ასეთ მატჩებში, ასეთ ისტორიულ სტადიონზე თამაში გვსურდა“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ რომში 4:1 აქვს მოგებული და მომდევნო ეტაპზე პრაქტიკულად სამი კვირის წინ პირველ მატჩში გაინაღდა.