ფეხბურთი

0:47 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ლაციოსთან" გამარჯვება თავდაჯერების გაზრდაში დაგვეხმარება"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა რომის „ლაციოსთან“ მატჩის პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს თავდაჯერების გასაზრდელად გამარჯვების მოპოვება სურს.

„კარგად ვითამაშეთ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ბუნდესლიგაში და გვინდა იგივე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. „ლაციოსთან“ საპასუხო მატჩშიც გამარჯვებას ვაპირებთ. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი თავდაჯერება გავზარდოთ.

მანუელ ნოიერი მსუბუქად გაციებულია, ხოლო კინგსლი კომანს კუნთის დაზიანება აქვს. ვნახოთ როგორ იგრძნობენ თავს და იმედი მაქვს, მოედანზე გასვლას მოახერხებენ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ რომში 4:1 აქვს მოგებული და მომდევნო ეტაპზე პრაქტიკულად სამი კვირის წინ პირველ მატჩში გაინაღდა.

0.105253