იაპონიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა კარიერას ბაქოს „ნეფთჩიში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
34 წლის ნახევარმცველი ბოლოს პორტუგალიურ „პორტიმონენსეში“ თამაშობდა, მანამდე კი, ბრაზილიურ „ბოტაფოგოსა“ და არმენის „ვიტესში“. კარიერის საუკეთესო წლები ჰონდას მოსკოვის ცსკა-სა და იტალიურ „მილანში“ აქვს გატარებული.
იაპონიის ეროვნულ ნაკრებში მან 2008-2018 წლებში 98 მატჩში 37 გოლი გაიტანა.