რაგბი

14:51 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | "ლოკომოტივი" 38:13 "აკადემია"

პირველი ეტაპის დასკვნით ტურში, თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ‘აკადემიას’ 38:13 სძლია, ბონუსიც აიღო და რადგან რუსთავის ‘ხარები’ ‘ლელო-სარასენსთან’ დამარცხდა, რკინიგზელები „ა“ ჯგუფის მოწინავე სამეულში შევიდნენ.

„ავჭალაზე“ გამართული მატჩი მასპინძლების ძალისმიერი შეტევებით დაიწყო, რასაც 5-მეტრიანი დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია მოყვა და კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ ანგარიში მე-10 წუთზე ლელოთი გახსნა. ტაიმის შუაში ლაშა გედეხაურმა ხაზი გაჭრა და ძელებსშუამდე 27 მეტრი ირბინა, ბექა წიკლაურმა კი გარდასახა. ‘აკადემიამ’ ჯერ საბა ილურიძის ჯარიმით უპასუხა, შესვენების წინ კი გიორგი ილურიძემ „მხატვრების“ კარგი იერიში ლელოთი დაასრულა და ტაიმი 12:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გედეხაურმა მოლიდან შეუტია, ბურთი დაიქნია, ორ მცველს შორის გაძვრა და დუბლი გაიფორმა. რამდენიმე წუთში ‘ლოკომოტიველთა’ მოლს ფორვარდების მოკლე დარტყმა მოყვა და ლელო უკვე ფარნა გასვიანმა გაიტანა, წიკლაურმა კი გარდასახა. 57-ე წუთზე მოლით უკვე ‘აკადემიამ’ შეუტია და ნიკა კეკელიამ ლელოთი ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანა.

‘ლოკომოტივმა’ დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარა, გიორგი გეგიამ და რატი ასათიანმა ძალისმიერი ლელოები გაიტანეს, წიკლაურმა გარდასახვები შეასრულა და რკინიგზელები მოწინავე სამეულში 38:13 მოგებით შევიდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფარნა გასვიანი დასახელდა.

RUGBY.GE

0.11635