ესპანური პრიმერას 27-ე ტურის მატჩში, მადრიდის „რეალმა“ „ელჩეს“ 2:1 მოუგო.
61-ე წუთზე სტუმრები დანიელ კალვოს გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა 73-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში, თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. მანვე 91-ე წუთზე გამარჯვებისა გაიტანა.
ამ მოგების შემდეგ, „რეალმა“ 57 ქულა მოაგროვა, „ბარსელონას“ გადაუსწრო და მეორე ადგილზე დადგა.
ლიდერი კი 62 ქულით „ატლეტიკოა.“