ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი მეუღლეს, სარა კარბონეროს დაშორდა. აქამდე, ესპანური მედია აქტიურად წერდა, რომ წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, ამჯერად კი სარამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„მეც და იკერიც ძალიან ვამაყობთ იმ ოჯახით, რომელიც გვქონდა, ერთმანეთს სიყვარულს ვუზიარებდით, წლების განმავლობაში ბედნიერები ვიყავით. დღეიდან სხვადასხვა გზით მივდივართ, მაგრამ არც ისე შორს, რადგან ჩვენ მშობლები ვართ და ეს ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ეს ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებაა და რომელიც ჩვენ ურთიერთშეთანმხების საფუძველზე მივიღეთ. პატივისცემა და მეგობრობა ყოველთვის დარჩება. ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი შვილების კეთილდღეობა და განათლება, დავიცვათ ისინი ისე, რომ სტაბილურ და ჯანმრთელ გარემოში გაიზარდონ. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რომელსაც ვაკეთებ აწმყოსა და მომავალშიც“, - დაწერა სარამ სოციალურ ქსელში.
კასილიასისა და კარბონეროს წყვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო ესპანეთში. ეპიკურია კადრი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან, როდესაც ჟურნალისტი სარა იკერს ინტერვიუს ართმევდა, მაგრამ ესპანელმა მეკარემ მას პირდაპირ ეთერში აკოცა. კასილიასი და კარბონერო ერთად 2009 წლიდან ცხოვრობდნენ.