ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა ზაფხულში იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არგენტინელ ფორვარდს აპენინებიდან წინადადები აქვს.
იკარდის სამსახურით „იუვენტუსი“, „მილანი“ და „რომა“ არინ დაინტერესებულნი და შეტევის გაძლიერებას აპირებენ.
მაურო იკარდის კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ იტალიაში აქვს გატარებული, სადაც გენუის „სამპდორიასა“ და მილანის „ინტერში“ 2011-2019 წლებში ირჯებოდა.
პსჟ-ში მაურომ ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება. მიმდინარე სეზონში მან პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.