ესპანეთის ლა ლიგა 2-ის XXIX ტურში გიორგი აბურჯანიამ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „კარტახენა“ საკუთარ მოედანზე „პონფერადინას“ გაეჯიბრა და ქულა მოიპოვა (1:1).
მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს აბურჯანიამ დააწინაურა. გიორგიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა - ძალიან მაგარი გოლი გამოვიდა. 26 წლის ნახევარმცველი 85-ე წუთზე შეცვალეს და მისი გოლით „კარტახენა“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე პენალტით გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
მოგეხსენებათ, აბურჯანია „კარტახენას“ იანვარში „ოვიედოდან“ შეუერთდა და დღემდე 7 მატჩი ჩაატარა (6 ძირითადი შემადგენლობიდან), გოლი კი პირველად გაიტანა.
„კარტახენამ“ ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზე იმყოფება, არადა, რომ მოეგო, მე-16 პოზიციაზე აღზევდებოდა.