ჩოგბურთი

21:27 | 12.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დოჰას ტურნირის პირველი ფინალისტი ბაუტისტა აგუტი გახდა

ესპანელი ჩოგბურთელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა. მსოფლიოს მე-13 ნომერმა ტურნირის მესამე ნომრად განთესილი ანდრეი რუბლიობი 6:3, 6:3 დაამარცხა და ATP-ის ტურნირების ფინალში მეჩვიდმეტედ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ანდრეი რუბლიოვმა როტერდამის ტურნირი მოიგო, ხოლო რობერტომ თებერვლის ბოლოს მონპელიეს ფინალში წააგო დავიდ გოფინთან. რუსს გასული წელი შთამბეჭდავი ჰქონდა და მიმდინარე სეზონიც კარგად ასპარეზობდა, თუმცა ესპანელმა შეძლო მისი დამარცხება. აღსანიშნავია, რომ რუბლიოვი ნახევარფინალში მატჩის მოგების გარეშე გავიდა, რადგან მისი წინა ორი მეტოქე ტურნირიდან მოეხსნა.

ბაუტისტა აგუტი შეეცდება ფინალში თავისი მეათე ტურნირი მოიგო. რობერტომ ყატარის ღია პირველობა 2019 წელს მოიგო და ფინალში ფავორიტი იქნება. გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელის მეტოქე ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებული იქნება, რომელთა შეხვედრაც ამჟამად მიმდინარეობს.

0.142515