ფეხბურთი

20:45 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა და კუმანი ფორვარდის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას აპირებს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი და ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

Sport-ის ცნობით, კუმანს სურს, რომ „ბარსელონაში“ „ლიონის“ თავდამსხმელი მემფის დეპაი მიიყვანოს, ხოლო ლაპორტა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ სერხიო აგუეროს კანდიდატურას ემხრობა. მან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები არგენტინელ ფეხბურთელთან, მაგრამ კუმანი ეცდება პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ გუნდს უფრო მეტ სარგებელს 27 წლის დეპაი მოუტანს, ვიდრე 32 წლის აგუერო.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს ზაფხულში თავიანთ კლუბებში კონტრაქტი ეწურებათ და შესაბამისად, თავისუფალი აგენტები ხდებიან.

0.124863