ფეხბურთი

20:08 | 11.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

პოლტავას „ვორსკლას" ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ახლა 20 წლის შემტევს წინ სარეაბილიტაციო პეროდი ელოდება.

წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში მარცხენა ფეხის ძვლის მოტეხილობა მიიღო და მიმდინარე სეზონის პრაქტიკულად დაასრულა.

ჯერჯერობით გამოჯანმრთელების საბოლოო პერიოდი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, გიორგი ორ თვეს გამოტოვებს.

წიტაიშვილი „ვორსკლას“ კიევის „დინამოდან“ იჯარით იანვარში შეუერთდა და უკრაინის ჩემპიონატში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა. რომ არა ტრავმა, ნიჭიერი შემტევი მარტის სანაკრებო მატჩებში საქართველოს ნაკრებს დაეხმარებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116409