ფეხბურთი

11:07 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელომ რონალდუ გააკრიტიკა: "სერიოზული შეცდომაა, მას ბურთის შეეშინდა!"

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "იუვენტუსი" - "პორტუს" მატჩის შესახებ ისაუბრა და ტურინული კლუბის დაშვებული შეცდომები გაანალიზა. მან განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. პორტუგალიელი ფეხბურთელი 115-ე წუთზე ცოცხალ კედელში იდგა, თუმცა ზურგით შებრუნდა, რის შედეგადაც ბურთი სწორად მის ზონაში გაძვრა და კარში აღმოჩნდა. ამ გოლით "იუვე" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

"იუვენტუსმა" ორივე თამაშში ელემენტარული შეცდომები დაუშვა. პირველ რიგში მათ შეცდომა დაუშვეს პირველ მატჩში, როდესაც ბურთი საკუთარ საჯარიმოში მეტოქეს ჩააბარეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში უყურადღებოდ ითამაშეს. ასეთი გოლების გაშვება არ შეიძლება. საპასუხო მატჩში მათ მეტოქეს პენალტი აჩუქეს. დემირალმა ძალიან გულუბრყვილოდ ითამაშა, უბრალოდ თავდამსხმელის უკან უნდა დარჩენილიყო., უმძიმესი შეცდომა დაუშვა. თუმცა, მთავარი შეცდომა რონალდუს ცოცხალი კედლიდან შემობრუნება იყო, ეს მიუტევებელი, ძალიან სერიოზული შეცდომაა. ფეხბურთელს ბურთის არ უნდა ეშინოდეს. ამას ალიბი არ გააჩნია", - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" "პორტუსთან" 3:2 იმარჯვა, მაგრამ პორტუგალიელები ორი მატჩს ჯამში სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

0.126568