ფეხბურთი

17:52 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იტალიაში დაცვაში თამაში ნიშნავს, რომ ამის გაკეთება ყველგან შეგიძლია"

ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი ფიქრობს, რომ იტალიაში გადაბარგებით საუკეთესო არჩვენი გააკეთა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ამის მიზეზიც დაასახელა - იტალიური დაცვის სკოლა.

„დადებითი და უარყოფითი მხარეები შევადარე და ბოლოს „იუვენტუსი“ ავირჩე. ყველა მატჩში უნდა დავამტკიცო, რომ შესაბამის დონეზე ვარ. თუ იტალიაში შეგიძლია თავის დაცვა, მაშინ ამის გაკეთება ყველგან შეგიძლია. მე იქ ვარ, სადაც ყოფნა მსურს, სადაც უფრო მეტი შემიძლია ვისწავლო. აქ გამოცდილი ფეხბურთელები არიან, კიელინი და ბონუჩი, ასევე ბუფონი და რონალდუ. ვუყურებ კრიშტიანუს ვარჯიშებზე, როგორ ინარჩუნებს ფორმას და მას რჩევას ვეკითხები.

ბუფონი? ის შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო, მაგრამ არ ეტყობა, რომ ასაკით ორჯერ ჩემზე დიდია, ეს არის მისი ძალა, ამიტომ თამაშობს ჯერ კიდევ. მას 29 წლის ადამიანის გონება აქვს“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წელს გადავიდა და ტურინული გრანდის მაისურით ჩატარებულ 60 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121462