ნეიმარი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს - გვამცნობს „პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახური.
ბრაზილიელმა შემტევმა საერთო ჯგუფში ვარჯიში გასულ კვირას განაახლა. პარალელურად ინდივიდუალურად გარჯასაც აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა 11 თებერვალს „კანთან“ საფრაგეთის თასის მატჩში მიიღო.
ასევე პარიზელებს არ ეყოლებათ დაშავებული ხუან ბერნატი და მოიზე კინი, რომელიც კორონაიზოლაციაში იმყოფება.
„პარი სენ-ჟერმენის“ და „ბარსელონას“ საპასუხო მერვედფინალური მატჩი 10 მარტს ჩატარდება პარიზში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში „კამპ ნოუზე,“ პსჟ-მა „ბარსელონა“ 4:1 გაანადგურა.