ფეხბურთი

11:26 | 9.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელის რეკორდი

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში „ევერტონის“ წინააღმდეგ (2:0), ერთგვარი რეკორდი დაამყარა.

47 წლის გერმანელი სპეციალისტი პირველი მწვრთნელი გახდა ლიგაში, ვის გუნდსაც პირველ ხუთ საშინაო სადებიუტო მატჩში გოლი არ გაუშვია.

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა „ჩელსი“ წლეულს 26 იანვარს ჩაიბარა. მას შემდეგ „ლურჯებმა“ 9 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 6 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.

0.117044