„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ლაციოსთან“ (3:1) შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ორი გოლით და საგოლე პასით შეიტანა. ესპანელი უფრო მეტ გოლს მაშინ იტანს, როდესაც მოედანზე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად არ არის, ხოლო როდესაც არის - უფრო მეტად საგოლე პასების დარიგებითაა დაკავებული. მორატას ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთი პასუხი აქვს:
„როდესაც ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელთან თამაშობ, ჯერ უნდა იფიქრო მისთვის პასის მიცემაზე და შემდეგ გოლის გატანაზე. როდესაც ის შენს გვერდით არ არის, უფრო მეტად ფიქრობ დარტყმაზე, მაგრამ როდესაც აქ არის, , ნამდვილი რობოტი, რომელიც ყოველთვის გოლს იტანს, საჭიროა ბურთი მას მიაწოდო. მომწონს საგოლე პასების გაკეთება.
ჩემი კონდიციები? ძალიან რთული 3 კვირა მქონდა, ვგრძნობდი, რომ ძალა დავკარგე. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა კარგად ვარ, თავს უკეთესად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე კიდევ უფრო უკეთ ვიქნები“, - თქვა მორატამ.
აქვე გეტყვით, რომ ალვარო მორატას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 8 საგოლე გადაცემით საუკეთესო შედეგი აქვს (პლუს 7 გოლი).