ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) რეგულარული სეზონის ბოლო ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „სენტ ჯონსს“ დაუპირისპირდა და 71:81 დამარცხდა. „პირატებმა“ პირველი ტაიმი 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარი ცუდად ჩაატარეს და საბოლოოდ მარცხი განიცადეს.
ქართველი კალათბურთელი „სეტონ ჰოლის“ რიგებში საუკეთესო იყო. სანდრომ 38 წუთში 15 ქულით, 10 მოხსნით და 4 პასით ორმაგი მიითვალა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოთამაშე საკუთარი გუნდის რიგებში, როგორც ქულების, ისე მოხსნებისა და პასების რაოდენობით საუკეთესო იყო.
„სეტონ ჰოლმა“ სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი 13 გამარჯვებით და 12 მარცხით დაასრულა, ხოლო Big East-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 9 წაგებით მეხუთე ადგილზე გავიდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლს“ ტოვებს და ზაფხულში NBA-ს დრაფტზე გასვლას გეგმავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დრაფტზე დგება ეხლა როგორც ვიცი, მართლა რო სოლიდური გუნდი გვეყოლება ევროპაზე კარგი იქნება ამის ხილვაც, სამწუხაროდ ნაკრებში ამის თამაში მართლა არ მახსენდება
stripslashes((strlen('https://youtu.be/iX7qmVjFcTE')>0?'https://youtu.be/iX7qmVjFcTE':'https://youtu.be/iX7qmVjFcTE'))
თამაშის კადრები ვერ, მაგრამ აი ინტერვიუ ნაკრების ვარჯიშიდან
მადლობა მეგობარო, თორნიკე, გოგა , შერმანდინი, სანდრო.. ეგენი თუ ყველა მწყობრში იქნა მგონი უნდა გვქონდეს სერიოზული პრეტენზიები
ხო, ნაკრებში ძალიან ცოტა აქვს ნათამაშევი. მაგრამ ამ სანდროსა და იმ გაუბედავ ყმაწვილს შორის ცა და დედამიწაა სხვაობა.
მაგრად გამოგვადგება ევროპაზე. საკმაოდ სოლიდური გუნდით გამოვდივართ და იმედია ტრავმები აგვცდება.
Aმდენი იწერება ამ Bიჭზე და Aრავინ ამბობს ნაკრებსი იძახებენ თუ არა? მოქალაქეობას აძლევენ? დაწერეთ Vინმემ.
სანდრო უკვე დიდი ხანია რაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს, მეგობარო
დავამატებ რომ არც არასდროს ყოფილა სანდროს ნაკრებში თამაში საეჭვო. ამ ბიჭმა თავიდანვე თქვა, საქართველოსთვის თამაში ჩემთვის დიდი პატივიაო.
ხუმრობ ალბათ მეგობარო, როდის ითამაშა ბოლოს რაღაც არ მახსენდება
2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევზე ითამაშა ნაკრებში. NCAAს სპეციფიკიდან გამომდინარე მხოლოდ ზაფხულში შეუძლია ნაკრებში თამაში, შესაბამისად მაგიტომ არ ჩანს დიდი ხანი, რაც თამაშობს