ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფინატინომ მომავალში არ გამორიცხა, რომ ფეხბურთში თამაშგარის წესი შეიცვალოს. მისი განცხადებით, არსენ ვენგერს, რომელიც ფიფაში მუშაობს, ამასთან დაკავშირებით წინადადება უკვე ჰქონდა.
„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ფეხბურთის განვითარება და როგორ გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი, ჩვენი სპორტის სულისკვეთების დამახინჯების გარეშე. 135 წლის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა თამაშგარის წესი, მაგრამ ჩვენ ღია ვართ ცვლილებებისთვის, რომლებიც გაზრდის სპექტაკლს და გოლების რაოდენობას, იმ საკითხებზე, რომლებიც თავდამსხმელებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. არსენ ვენგერისგან წინადადებაც იყო“, - თქვა ინფანტინომ.
ვენგერის აზრით, თამაშგარე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს, თუ თავდამსხმელი მცველზე წინ ნათლად იქნება და არა მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით, რაც ამჟამად თამაშგარედ ფასდება. ფიფას პრეზიდენტმა VAR-ის მნიშვნელობაზე და მასთან ერთად წინ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა:
„VAR-ი უფრო მეტ სამართლიანობას აძლევს ფეხბურთს, უფრო ასუფთავებს და მსაჯებს ეხმარება. ზოგს ეს სიხარულს ანიჭებს, ზოგს კი ართმევს, ეს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამარჯვება სამართლიანია არა მსაჯის შეცდომით, არამედ კორექტული გადაწყვეტილებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ფეხბურთი VAR-ის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ვიფიქრებთ იმაზე, როგორი იყო ფეხბურთი ვიდეორეფერამდე და როგორია ახლა, შევამჩნევთ, რომ წინ უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით და ფეხბურთი ახლა უფრო სამართლიანია. VAR-მა გაამარტივა მსაჯების მუშაობა და ყოველთვის განვითარებას და თუ სამართლიან გამარჯვებაში VAR-მა ამ მხრივ უდიდესი წვლილი შეიტანა“, - თქვა ინფანტინომ.