ფეხბურთი

12:23 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხაბიბ ნურმაგომედოვი: "რონალდუს ერთადერთი რამ აშინებს"

MMA-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. რუსმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ პორტუგალიელის დიდი სურვილია მისი მემკვიდრე კრიშტიანუ ჯუნიორი იყოს, მაგრამ ეშინია, რომ მის შვილს იგივე ვნება არ აქვს, როგორც მას ბავშვობაში ჰქონდა.

„ბევრჯერ ვლაპარაკობდით, თითქმის ყოველდღე, მაგრამ როდესაც პირადად ვხვდებოდით, ჩვენს მოტივაციაზე ვლაპარაკობდით, თუ როგორ მივიღეთ ის. მითხრა, რომ უნდა მისი მემკვიდრე მისი შვილი იყოს. როდესაც კრიშტიანუ პატარა იყო, მას მხოლოდ ოცნება შეეძლო, მაგრამ მის შვილს ახლა ყველაფერი აქვს. მას ეშინია, რომ მისი შვილი არ გრძნობს იგივე შიმშილს, იგივე ვნებას. ადამიანები სურვილებს მიჰყვებიან და როდესაც ყველაფერი გაქვს, ძნელია სწორი მოტივაციის პოვნა.

რონალდუსთან საუბრით მივხვდი, რომ ის არ არის კმაყოფილი ორი-სამი ტიტულით, ცოტა ხნის წინ მან 30-ე ტიტული მოიგო და ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ორი ან სამი სეზონი კიდევ ითამაშებს“, - თქვა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, ხაბიბ ნურმაგომედოვი და კრიშტიანუ რონალდუ მეგობრობენ. ხაბიბმა კარიერა 2020 წელს დაასრულა და აღსანიშნავია, რომ მას იანვარში რუსეთის მესამე დივიზიონის ბინადარი, საფეხბურთო კლუბი „კამაზი“ კონტრაქტს სთავაზობდა.

0.129604