რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რომან შიროკოვი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სანქტ-პეტერბურგის „ზენიტისთვის“ შესაფერისი ფეხბურთელია. ამის შესახებ ვეტერანმა ნახევარმცველმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
„გუნდს ასეთი მოთამაშე აკლია, მაგრამ როგორ ითამაშებს ის „ზენიტში“, სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა? გარდა ამისა, რუსეთში მას 15 მილიონ ევროდ არავინ გაყიდის, მინიმუმ 20 მილიონს მოითხოვენ, იმის მიუხედავად, რომ შემდეგ მისი გაყიდვა უფრო მეტად შეიძლება“, - თქვა შიროკოვმა RB-Sport-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. ხვიჩა და „რუბინი“ მომდევნო ტურში 8 მარტს, სწორედ „ზენიტს“ დაუპირისპირდებიან.