„ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჟურნალისტებს თავისი გუნდის ბრაზილიელი შემტევის, 23 წლის რიშარლისონის პერსპექტივებზე ესაუბრა.
„რიშარლისონი თანამედროვე ფორვარდია. ძალიან ბევრს მუშაობს. ფიზიკურად ისეთივე ძლიერია, როგორებიც ნახევარმცველები არიან. თანაც სწრაფია. ვფიქრობ, უახლოეს ხანში ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდება. მას საამისოდ ყველაფერი აქვს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
მიმდინარე სეზონში რიშარლისონმა „ევერტონის“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.