გელზერკირხენის "შალკეს" მთავარი მწვრთნელი ბერძენი სპეციალისტი დიმიტრიოს გრამოცისი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ბერძენმა კლუბში კონტრაქტის მიხედვით 2022 წლის ივლისამდე დარჩება.
"შალკემ" მთავარი მწვრთნელი კრისტიან გროსი "შტუტგარტთან" წაგებული (1:5) მატჩის შემდეგ გაათავისუფლა. გელზერკირხენელები ბუნდესლიგაში მძიმე მდგომარეობაში არიან და 23 ტურის შემდეგ ცხრა ქულით ბოლო ადგილზე არიან. გუნდის ახალ თავკაცი "შალკემდე" "დარმშტადტის" მწვრთნელი იყო და კლუბი გასულ წელს დატოვა.