ფეხბურთი

18:51 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ამერიკელი ფეხბურთელი გამოისყიდა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ვესტონ მაკკენის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა.

ტურინულმა გუნდმა ამერიკელ ნახევარმცველს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 18.5 მილიონი ევრო შეადგინა, რომელსაც იტალიური კლუბი სამ ნაწილად დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მის ერთწლიან იჯარაში 4.5 მილიონი ევრო „ბებერ ქალბატონს“ უკვე გადახდილი ჰქონდა.

22 წლის მაკკენიმ „იუვეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გატანა მოახერხა.

0.116411