სხვა

20:39 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისმა" "ჰანოვერთან" დიდი ანგარიშით წააგო

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდა და მეოთხე ტურში საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ გერმანულ „ჰანოვერს“, რომელსაც აქამდე ჯგუფში ყველა თამაში ჰქონდა წაგებული, წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

„დინამოსთვის“ შეხვედრა ძალზე ცუდად წარიმართა და გოლის გატანა სამ პერიოდში ვერ მოახერხა. შედეგად, მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყდა. თამაშის მიწურულს დეიან სტანოევიჩის გუნდმა ნავსი გატეხა და ბოლო ორ წუთში 3 გოლი გაიტანა. „დინამო“ 0:9 მარცხდებოდა, რომ არა ბოლო წუთებში ოდნავ გამოსწორებული ვითარება უგოლოდ დამარცხდებოდა. საბოლოოდ, გერმანელებმა 10:3 იმარჯვეს.

„დინამო თბილისი“ B ჯგუფში 1 მოგებით და 3 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვერას კი 3 მარტს, უნგრულ „ფერენცვაროშთან“ გამართავს.

„ჰანოვერი“ – „დინამო თბილისი“ 10:3 (2:0, 2:0, 3:0, 3:3)

0.117694