მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, 67 წლის ოლეგ რომანცევმა ინფარქტი გადაიტანა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და რუსული მედიის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
რომანცევი „სპარტაკის“ ღირსებას 1976-83 წლებში იცავდა და გუნდის კაპიტანიც იყო. საბჭოეთის ნაკრებში კი 1980-82 წლებში თამაშობდა.
კარიერის დამთავრების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. 90-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით „სპარტაკი“ რვაჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი. წვრთნიდა რუსეთის ნაკრებსაც.
ბოლო წლებში ის აქტიურად აღარ მუშაობს.
ძველ გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ რომანცევი. მას ბევრჯერ უთამაშია თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ.