იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „რომასთან“ (2:1) თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი პირველ ტაიმში ბრწყინვალე იყო.
„გუნდს ვუთხარი, რომ ორი წაგება საკუთარი თავის რწმენას ვერ წაგვართმევდა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვაჩვენებდით. ბოლო ორ კვირაში ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც ველოდებოდით და ამან უფრო მეტი მოტივაცია უნდა მოგვცეს. „რომასთან“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და შეიძლებოდა მეტი გოლის გატანა. ეს ინტენსიური მატჩი მაღალი ტემპით. ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და ბიჭები ქებას იმსახურებენ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, „მილანი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 4ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, „როსონერი“ 2014 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასთან უკვე ძალიან ახლოსაა.