ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ 2021 წელს პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა (აქამდე სპარინგშიც ჰქონდა თავი გამოჩენილი). ბელგიის 1B დივიზიონის 21-ე ტურში „სერენმა“ სტუმრად „ლიერსს“ ჟორჟის ერთადერთი გოლით აჯობა (1:0).
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვების გოლი 32-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ეს 4 დეკემბრის შემდეგ მისთვის პირველი გოლი იყო, სეზონში კი მე-17 (16 მატჩში). „სერენს“ 35 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
შეგახსენებთ, 20 წლის ჟორჟ მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა დიდი შანსია, რომ სულ მალე მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.