კალათბურთი

17:31 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესას მორიგ მატჩში

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინი კვლავ საუკეთესოა. 24-ე ტურში „ტენერიფე“ „მონბუს ობრადოიროს“ ესტუმრა და ძალიან დიდი სხვაობით, 97:71 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრები მესამე და მეოთხე პერიოდებში დომინირებდნენ, თორემ იქამდე პირველი ტაიმი ერთი ქულით წააგეს.

შერმადინი მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა 19:54 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, მან 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა - 25.

შერმადინთან ერთად „ტენერიფეში“ ბრაზილიელი მარსელინო უერტასი იყო გამორჩეული, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 6 პასი შესძინა.

„ტენერიფეს“ 18 მოგების საპირისპიროდ 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 13 მარტს, სტუმრად „ბურგოსთან“ გამართავს.

0.115518