მანჩესტერში, „ეტიჰადის“ სტადიონზე, პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ვესტ ჰემი“ 2:1 დაამარცხა, ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და უშუალო მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 13 ქულით გაუსწრო.
პორტალ Opta Sport-ის ცნობით, ეს მანჩესტერელთა დამრიგებლისთვის,სს ხოსეპ გვა რდიოლასთვის მწვრთნელის რანგში კარიერაში ყველა ტურნირში მე-500 გამარჯვება აღმოჩნდა: „ბარსელონაში“ – 179, „ბაიერნში“ – 121 და „სიტიში“ – 200.