საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას MVP-ის კანდიდატია. Basket en Movistar-მა „ტენერიფეს“ ჩვენებური ლეგიონერი ხუთეულში შეიყვანა.
შერმადინის კონკურენტები ედი ტავარეში, ლაურინას ბირუტისი, მელო ტრიმბლე და ნიკოლა მიროტოჩი არიან. აღსანიშნავია, რომ შერმადინს კონკურენტებზე უკეთესი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს - 23.3, ხოლო მეორე შედეგი ტავარეშს გააჩნია (18.7).
მიმდინარე სეზონში შერმადინი საშულოდ 17.3 ქულას, 5.8 მოხსნა და 2.4 პასს აგროვებს.