ფეხბურთი

13:37 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა ზლატანს უპასუხა: "უსამართლობის წინააღმდეგ არასდროს გავჩუმდები"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უეფას ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა და თქვა, რომ ამერიკელი კალათბურთელი პოლიტიკურ თემებში არ უნდა ჩარეულიყო.

„ლეიკერსის“ ვარსკვლავმა შვედ ფეხბურთელს უპასუხა და განაცხადა, რომ ის გაჩუმებას არ აპირებს, უსამართლობისა და რასიზმის წინააღმდეგ.

„არასდროს გავჩუმდები არასწორი საქმის წინააღმდეგ. გამოვდივარ ჩემი ხალხისა და თანასწორობის შესახებ, სოციალურ უსამართლობაზე, რასიზმზე, ამომრჩეველთა სისტემურ ზეწოლაზე, ჩვენს საზოგადოებაში მომხდარ ამბებზე. ის შვედეთში იგივე რაღაცაზე საუბრობდა, რადგან მისი გვარი არ იყო ტრადიციული გვარი, ის განიცდიდა რასიზმს, როდესაც მოედანზე იყო. ვფიქრობ არ ვარ ის, ვისაც თავს უნდა დაესხას, რადგან საშინაო დავალებას ვასრულებ“, - თქვა ლებრონმა.

0.138604