რუსეთის პრემიერლიგა ზამთრის შესვენებისა და ორწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მეოცე ტურის სასტარტო შეხვედრაში „ტამბოვმა“ ვოლგოგრადის „როტორს“ უმასპინძლა და 1:3 წააგო.
პირველი ტაიმი „ტამბოვმა“ 1:0 მოიგო, მაგრამ 54-ე წუთზე ზურაბ გიგაშვილმა ავტოგოლი გაიტანა. ქართველ მცველს არ გაუმართლა და ბურთი საკუთარ კარში კარში ჩაჭრა. გიგაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„როტორის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლაი ყიფიანი იყო, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ის მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და ანდრეს პონსეს 58-ე წუთზე საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო 72-ე წუთზე თავად გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
ვოლგოგრადელთა რიგებში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, სოლომონ კვირკველია და გიორგი არაბიძე სათადარიგო სკამზე დარჩნენ. უნდა ვთქვათ, რომ კვირკველიამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და წინ სანაკრებო მატჩებია. დაცვის ცენტრში ვილი სანიოლს დაცვის დაკომპლექტებისას საქმე რთულად ექნება - კვირკველია, დავით ხოჭოლავა კლუბებში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდიან, ხოლო გურამ კაშია საერთოდ უგუნდოდაა და თბილისის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს...
აქვე გეტყვით, რომ „როტორმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო (სულ 4 მოგება აქვს) და 20 ტურის თავზე 17 ქულით მე-13 ადგილზე აინაცვლა, ხოლო „ტამბოვი“ 13 ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.