საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას მალე უნდა ველოდოთ.
ბელგიურმა კლუბმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ვიდეოც განატავსა, სადაც ჩაკვეტაძე გუნდტან ერთად ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევმა ტრავმა ოქტომბერში „ბეერსხოტთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზოინში 4 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გენტი 28 ტურის შემდგომ 37 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 თებერვალს, ლიდერი „ბრიუგეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს და დიდი ალბათობით სამატჩო განაცხადში ქართველ ფეხბბურთელსაც ვიხილავთ.